21, ოქტომბერი 2017 12:14:00
წელს პირველად დააფიქსირეს საკუთარი არჩევანი ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მიმღებმა პირებმა. აჭარის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში საარჩევნო ყუთი მიიტანეს. დაწესებულების ადმინისტრაცია სპეც უბნის გახსნის მოთხოვნით საოლქო საარჩევნო კომისიას წლების განმავლობაში მიმართავდა. ხმის მიცემის პროცედურას სხვადასხვა ორგანიზაციები აკვირდებიან.