21, ოქტომბერი 2017 12:11:00
ამ დროისთვის ბათუმის 79-ე ოლქში ოთხი საჩივარია შესული. ოთხივე მათგანი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებს“ ეკუთვნის. საუბარია ისეთ დარღვევებზე, როგორიცაა ორგანიზაციის დამკვირვებლის ერთ-ერთ უბაზე დაგვიანებით დაშვება,ასევე ერთ-ერთ უბანზე კომისიის წევრმა მონაწილეობა არ მიიღო წილისყრაში, არ გადამოწმდა ხმის მისაცემად მისულ ამომრჩეველს ქონდა თუ არა გავლილი მარკირება. როგორც ოლქში განაცხადეს, აღნიშნულ დარღვევბს ყველა შესულ სხვა საჩივრებთან ერთად არჩვენების დასრულების შემდეგ, ორი დღის განმავლობაში განიხილავენ. რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტივობას, სულოკო შვენთიძე აცხადებს, რომ მოსახლეობა პასიურობს.