21, ოქტომბერი 2017 17:15:00
ინციდენტი ბათუმის 79-ე ოლქში. ლეიბორისტული პარტიის ბათუმის მერობის კანდიდატსა და ოლქის თავმჯდომარეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. ჯელალ ქიქავამ ოლქი არჩევნების შესაძლო გაყალბებაში დაადანაშაულა. მხარეებს შორის დიალოგი სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც შენობაში დაცვის თანამშრომლის გამოძახება გახდა საჭირო. პროცესის ამსახველი ვიდეომასალა აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა.