21, ოქტომბერი 2017 17:11:00
ორი საჩივარი დაიწერა ქობულეთის საარჩევნო ოლქში, რომელიც სოფელ ხალას და ხუცუბნის საარჩევნო უბნებში შესაძლო დარღვევებს ეხება. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის განცხადებით, 59-ე საარჩევნო უბანი 9 წუთის დაგვიანებით გაიხსნა. პარტიის წარმომადგენლის საჩივარი კი უბნის კომისიის მდივანმა არ მიიღო, რაც მერაბ ცინცაბაძის მტკიცებით, კანონდარღვევაა. რაც შეეხება მეორე საჩივარს, სოფელ ხალაში, 46-ე უბანზე დაიწერა, სადაც უბნის თავმჯდომარემ ამომრჩეველს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება არ მისცა. რამინ ხინიკაძის განმარტებით, აღნიშნულ მოქალაქეს მარკირება გაკეთებული ჰქონდა, შესაბამისად მას ხმის მიცემის უფლება ეკრძალებოდა. ქობულეთის ოლქის თავმჯდომარის განცხადებით, საჩივრების განხილვას ორ დღეში დაიწყებენ.