21, ოქტომბერი 2017 17:14:00
ერთ-ერთი პირველი, ვინც სხვადასხვა უბნებზე არსებულ დარღვვეებზე ისაუბრა და უკვე ათი საათისთვის 43 საჩივარი ჰქონდა დაწერილი, „ნაციონალური მოძრაობა“ იყო. აქ დილიდან საუბრობენ, რომ ადგილი ქონდა უბნების დაგვიანებით გახსნას, ე.წ. კარუსელის მცდელობას და რომ ერთ-ერთ უბანზე ხმა მიაცემინეს ამომრჩეველს, რომელიც სხვა საარჩვენო უბნის ამომრჩეველი იყო. მირდატ ქამადაძის განცხადებას „ქართული ოცნების“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღავნელმა - ირაკლი ჭეიშვილმა უპასუხა. დარღვევებზე საუბრობენ ,,სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრშიც“. აქ ამბობენ, რომ 45-ე უბნის დამკვირვებელმა ამავე უბანზე ხმა მარკირების შემოწმების გარეშე მისცა. რაც შეეხება 79-ე ოლქს, აქ ამ დროისთვის ოთხი საჩივარია შესული. ავტორი „სამართლიანი არჩევნებია“.