31, იანვარი 2017 08:28:00
ქალაქში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა დასუფთავების კუთხითაც. სანაგვე ურნები ამ დრომდე სავსეა ქალაქის უმეტეს უბანში. მოსახლეობა ანტისანიტარიამ შეაწუხა. ბათუმელები ირწმუნებიან, რომ სანაგვე ურნები გათოვების შემდეგ არ გაწმენდილა. მიუხედავად იმისა, რომ ნაგვით სავსე ურნები „მაცნეს“ კამერებმა თითქმის ყველა უბანში დააფიქსირეს, ბათუმის სანდასუფთავების სამსახურში აცხადებენ, რომ ქალაქის 70% დასუფთავებულია. იმ ადგილებში კი, სადაც ურნები კვლავ სავსეა, სანდასუფთავების მანქანები უამინდობისა და და ჩახერგილი გზების გამო ვერ ახერხებენ შესვლას. სამსახურში ამბობენ, რომ მოსახლეობა ცხელ ხაზზე ინტენსიურად რეკავს და ნაგვის გატანა ეტაპობრივად ხორციელდება.