27, ოქტომბერი 2017 14:05:00
დუალური პროგრამის ფარგლებში დღეს შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯი „გოლდენ სიი“-ს 13 კურსდამთავრებულს სერთიფიკატები გადაეცათ. მათ შორის 6 სტუდენტი უკვე დასაქმდა. პროფესიული გადამზადების კურსი 9 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ახალგაზრდები მზარეულის პროფესიას დაეუფლენ. პროგრამას პროფესიული სასწავლებელი აჭარის დასაქმების სააგენტოსთან ერთად ახორციელებს. დუალური განათლების პროგრამას აჭარის მასშტაბით უკვე მეორე პროფესიული სასწავლებელი ახორციელებს. სწავლების აღნიშნული ფორმა, თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული ცოდნის მიღებას და მომზადებასაც გულისხმობს.