27, ოქტომბერი 2017 17:01:00
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლაში , მინი ფეხბურთში ავღანეთში გმირულად დაღუპული მინდია აბაშიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღია პირველობა დასრულდა. ტურნირში მუნიციპალიტეტში არსებული საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მინდია აბაშიძე მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. იგი 2012 წელს ავღანეთში სამშვიდობო მისიი შესრულების დროს დაიღუპა. შეჯიბრს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის თანამშრომლები, ავღანეთში გმირულად დაღუპული მინდია აბაშიძის თანამებრძოლეები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.