08, ნოემბერი 2017 14:02:00
ბათუმის მერია 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განიხილვა დაიწყო. სამსახურები პროექტებს ინდივიდუალურად წარმოადგენენ. პირველი პრეზენტაცია ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურმა გამართა. წინასწარი მონაცემებით, მომდევნო წელს მერია ჯამში 146 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს, საიდანაც 13 მილიონი ჯანდაცვის პროგრამებზე მოდის. სამსახურს გასულ წელთან შედარებით ბიუჯეტი ნახევარი მილიონი ლარით ეზრდება. გაზრდილი ბიუჯეტით ძირითადად მოქმედი პროგრამების მოცულობა იზრდება. ჯანდაცვის მიმართულებით ონკოპრევენციისთვის არის ახალი ქვეპროგრამაც. რა პროგრამები დაფინანსდება მომდევნო წელს, რა საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება მესამე სექტორის წარმომადგენლებმა და შეხვედრის მონაწილეებმა, ვრცლად დღის მომდევნო გამოშვებაში.