08, ნოემბერი 2017 14:05:00
ანდრონიკაშვილის ჩიხში არსებულ სკვერს მზის ენერგიაზე მომუშავე ლამპიონები გაანათებს. 19 ლამპიონი და 9 დეკორატიული განათება ტერიტორიაზე დამონტაჟებულია. პროექტის მიზანი განათების სისტემაში განახლებადი ენერგიის გამოყენების სადემონსტრაციო პრეცედენტის შექმნაა. სკვერი ბათუმის მერიის, დემოკრატიიის ინსტიტუტისა და დონორი კომპანიის გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის ეგიდით მოეწყო. განახლებული სკვერის მოწყობისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ჯამში 134 000 ლარი გამოიყო.