08, ნოემბერი 2017 14:03:00
ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით აჭარის განათლების სამინისტროსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმოამდგენლებმა ილია ჭავჭავაძის ძეგლი ყვავილებით შეამკეს, მოსწავლეება კი პოეტის ლექსები წაიკითხეს. მწერლის, პოეტის, პუბლიცისტის, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის დაბადებიდან 180, ხოლო მკვლელობიდან 110 წელი სრულდება. თარიღთან დაკავშირებით დღეს ქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი.