17, ნოემბერი 2017 20:01:00
მერიის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით დღეს ბათუმის სხვადასხვა კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი დაათვალიერეს. პროექტში „მუზეუმის კვირეული“ 20-მდე უფროსკლასელი ჩაერთო. მათ უკვე მოინახულეს არქეოლოგიური და ხელოვნების მუზეუმები. მომდევნო კვირაში კი გონიო აფსაროსისა და თამარის დასახლებაში , რელიგიის მუზეუმს ესტუმრებიან. აქტივობა მიზნად ახალგაზრდებში ცოდნის ამაღლებას ისახავს.