20, ნოემბერი 2017 17:05:00
ბათუმის ახლადარჩეულ საკრებულოს სულიკო თებიძე უხელმძღვანელებს. თავმჯდომარე დღეს გამართულ პირველ სხდომაზე ფარული კენჭისყრით 19 ხმით აირჩიეს. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ოპოზიციას. ენმ ს წევრმა მირდატ ქამადაძემ განაცხადა, რომ გაყალბებული არჩევნების შედეგად შეკრებული საკრებულოს მიერ გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ. დღევანდელ სხდომაზე აირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები ლაშა სირაბიძე და თამაზ სალუქვაძე.