20, ნოემბერი 2017 20:07:00
კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა შუახევში. აქ თავჯდომარე დღეს არასაკმარისი ხმების გამო ვერ აირჩიეს. მმართველი გუნდის კანდიდატმა გიორგი დავითაძემ, მხოლოდ 12 ხმა მიიღო. შესვენების შემდეგ სხდომა საღამოს 6 საათზე უნდა განახლებულიყო, თუმცა დარბაზში დეპუტატების ნაწილი აღარ გამოცხადდა, მათ სახლისუფლებო პარტიის წევრები. "ქართული ოცნების" დეპუტატებს უკვირთ თუ რატომ ვერ მოიპოვა მხარდაჭერა მმართველი გუნდის რჩეულმა. მათი თქმით, მომდევნო სხდომაზე, თავმჯომარის პოსტზე კვლავ დავითაძის წარდგენას გეგმავენ და იმედოვნებენ, რომ განმეორებითი კენჭისყრაზე სასურველი შედეგი დადგება. ოპოზიცია პროცესში ძალოვანი უწყებების შესაძლო ჩარევაზე საუბრობს. „ ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სოსლან ზოიძე ამტკიცებს, რომ დეპუტატებს სუსი დააშინებს, რის შემდეგაც გიორგი დავითაძეს მომდევნო სხდომაზე თავმჯდმაედ აირჩევენ.