24, ნოემბერი 2017 14:07:00
3 ათას 201 ლარი - თანხა იანვრიდან ოქტომბრამდე პერიოდში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრისა და მოადგილის მივლინებისთვის დაიხარჯა. რამაზ ბოლქვაძე აღნიშნული პერიოდის განმავლობაში როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ფარგლებს გარეთ თურქეთსა და ბელარუსში იმყოფებოდა, რისთვისაც 2 ათას 674 ლარი გამოიყო. მინისტრის მოადგილის დავით მაკარაძის სამივლინებო ხარჯებმა კი 550 მდე ლარი შეადგინა. საჯაროდ გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ იგი აღნიშნული 9 თვის განმავლობაში ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებით არ ყოფილა. უწყებაში საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა