30, ნოემბერი 2017 17:04:00
ამ წუთებში საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომა მიმდინარეობს. პლენუმი „ააიპ „მწვანე ალტერნატივა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საქმის არსებით ნაწილს განიხილავს. დავის საგანს „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის სიტყვების „დაუშვებელია სახელმწიფო საინფორმაციო ფონდებში შეტანილი ინფორმაციის გაცემა სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირზე ინფორმაციის მესაკუთრის თანხმობის გარეშე“ კონსტიტუციურობა წარმოადგენს. სადავო ნორმის თანახმად, სახელმწიფო საინფორმაციო ფონდებში დაცული ინფორმაცია წიაღის გეოლოგიური აგებულების, წიაღისეულის მარაგებისა და რესურსების, საბადოს დამუშავების სამთო-ტექნიკური პირობებისა და სხვა თვისებების შესახებ არ არის საჯარო. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნორმა არღვევს გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების და სახელმწიფო დაწესებულებებში დაცული ოფიციალური დოკუმენტების გაცნობის უფლებებს.