06, დეკემბერი 2017 14:10:00
პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული პრობლემები, გამოწვევები და მიღწევები - საკითხი სახალხო დამცველის მიმდინარე წლის ანაგრიშში მოხდა. ნანუაშვილის განცხადებით, მიუხედავად პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული ცვლილებებისა, ამ დრომდე რჩება რიგი ხარვეზები, რომლებიც გამოსწორებას საჭიროებს. კერძოდ ეს ეხება, ჯანდაცვის მომსახურების კუთხი არსებულ მდგომარეობას, პატიმრებისადმი არასათანადო მოპყრობის ფაქტებსა და განსაკუთრებული რისკის მქონე პატიმრების მოპყრობა და უფლებების დაცვა. ნანუაშვილის ანგარიშში დადებითი ტენდენციებიც შეინიშნება. აღნიშნულია, რომ 2017 წელს სახელმწიფომ არაერთი ნაბიჯი გადადგა. მაგალითისთვის სახალხო დამცველს ვიდეომეთვალყურეობის ჩანაწერების შენახვა, პაემნების გახანგრძლივება და სხვა რეგულაციები მოჰყავს.