08, დეკემბერი 2017 14:09:00
სინოპტიკოსების ცნობით ხვალიდან გამოიდარებს. აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი ღამით შენარჩუნდება. იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში ღამით 2-7, დღისით 7-12 გრადუსი იქნება. დღეისათვის ზღვაზე 5-6 ბალიანი შტორმი ფოქსირდებვა, ხვალისათვის კი 2-3 ბალი იქნება. უმეტესად უნალექო ამინდი 10 დეკემბრის დღის ბოლომდე შენარჩუნდება, 11 დეკემბერს კი დროგამოშვებით წვიმა და მთაში თოვაა მოსალოდნელი.