08, დეკემბერი 2017 14:08:00
სასტუმრო და სამორინე „ლეოგრანდე“ არსებული სახელწოდებით ფუნქციონირებას წყვეტს - განცხადება აღნიშნულის შესახებ „ლეოგრანდეს“ იურისტმა კახა წერეთელმა გააკეთა. იურისტის თქმით, გადაწყვეტილება სასტუმროს მეპატრონემ, ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებსა და იურისტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღო. ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძარი 24 ნოემბერს გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო 11 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან 10 საქართველოს და 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქე იყო, ჰოსპიტალიზებული იყო 21 ადამიანი. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.