11, დეკემბერი 2017 20:02:00
სამგზის ევროპის ჩემპიონ საჭადრაკო კლუბ „ნონას“ წევრებს დღეს ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გარდამავალი თასი გადაეცათ. შეხვედრას, რომელიც ბათუმის მერიაში გაიმართა, ევროპის საჭადრაკო კავშირის , ასევე საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტები და კლუბის დირექტორი ესწრებოდნენ. ევროპის საკლუბო გუნდურ ჩემპიონატში სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი კლუბები მონაწილეობენ. 21-23 ოქტომბერს პარიზში ორგანიზებულ "საერთაშორსო ხარისხის" კონვენციის ფარგლებში გამართულ დაჯილდოვებაზე, ოქროს კატეგორიაში ნომინირებულ ბათუმის საჭადრაკო კლუბ „ნონას“ მსოფლიო ხარისხის კულტურაში შეტანილი წვლილისათვის, სახელობითი ჯილდო "ოქროს ვარსკვლავი" გადაეცა.