12, დეკემბერი 2017 17:06:00
სააფთიაქო ქსელიდან და მაღაზიებიდა კომპანია Lactalis პროდუქციის ამოღება დაიწყო. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, საფრანგეთში დამზადებული ბავშვთა კვების პროდუქტები შესაძლოა სალმონელას შეიცავდეს. საუბარია კომპანიის მიერ წარმოებულ რძესა და რძის პროდუქტებზე, რომლის ექსპორტი საქართველოშიც ხორციელდება. ჩვილებითვის განკუთვნილი პროდუქციის ამოღების განკარგულება საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა გამოსცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულია საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო, რომელიც მოკვლევას ატარებს. სალმონელა ბაქტერიული დაავადებაა, რომელიც საჭმლის მომნელებელ სისტემას აზიანებს