13, დეკემბერი 2017 14:06:00
რესპუბლიკური ბიუჯეტის შესწორებული პროექტი უმაღლეს საბჭოს დღეს დაუბრუნდება. გაითვალისწინა თუ არა რეგიონის მთავრობამ საკანონმდებლო ორგანოს შენიშვნები ? - ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს დღის მეორე ნახევარში, ბიუჯეტის გადაგზავნის შემდეგ გააკეთებენ. საკანონმდებლო ორგანოს, როგორც ოპოზიციის, ასევე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, ჯამში 100-მდე შენიშვნა ჰქონდა. უმაღლესმა საბჭომ მთავრობას მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი 28 ნოემბერს დაუბრუნა. შესწორებულ ვარიანტით ფინანსური დოკუმენტი დეპუტატებმა წლის ბოლომდე უნდა დაამტკიცონ.