13, დეკემბერი 2017 14:04:00
ყოფილ პატიმრებს უფასო კარდიოლოგიური გამოკვლევა ჩაუტარდათ. „დემოკრატიის ინსტიტუტისა“ და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი აქციის ფარგლებში ,,ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის“ მონაწილეებს მედიკამენტებიც უსასყიდლოდ გადაეცემათ. პროექტი ოთხ რეგიონს მოიცავს და ყოფილი პატიმრების, მათი ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების რეაბილიტაციის და რესოციალიზაციის მხარდაჭერას გულისხმობს.