13, დეკემბერი 2017 14:01:00
„ჩიზბოუთი“ ანუ - ყველის ნავი - ასე ჰქვია ნიუ იორკის უილიამს ბურგის უბანში გახსნილ ბისტროს, რომელმაც სახელი აჭარული ხაჭაპურის მრავალფეროვნებით გაითქვა. გახსნიდან ერთი წლის თავზე „ჩიზბოუთი“ უკვე მოხვდა ისეთ გავლენიან და სახელგანთქმულ გამოცემებში, როგორიცაა ნიუ-იორკერი და ინსაიდერი. გთავაზობთ "ამერიკის ხმის" ჟურნალისტების მიერ მომზადებულ სიუჟეტს.