14, დეკემბერი 2017 14:05:00
2018 წლიდან ავტომობილებზე ქონების გადასახადის ვალდებულება, 40 ათას ლარზე მეტი წლიური შემოსავლის მქონე ოჯახებს შეეხება. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ უკვე მიიღო. დოკუმენტის თანამხად, გადასახადის წლიური განაკვეთი გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განამავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით არის დიფერენცირებული. კერძოდ, 40 ათასიდან 100 ათას ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის ავტომობილის ღირებულების არანაკლებ 0.05% და არა უმეტესს 0.2% იქნება გადასახდელი, ხოლო 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის ავტომობილის ღირებულების არანაკლებ 0.8% და არა უმეტეს 1%.