14, დეკემბერი 2017 17:05:00
ბიუჯეტის პროექტში, რომელის შესწორებული ვარინტი აჭარის უმაღლეს საბჭოს უკვე გადაეგზავნა, 100-მდე შენიშვნიდან ძირითადად მხოლოდ ნაწილია გათვალისწინებული. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, 11 მლნ-ით გაიზარდა მუნიციპალიტეტებისადმი ტრანსფერის რაოდენობა, მუნიცაპულური განვითარების ფონდის ბიუჯეტმა კი 10 მლნი შეადგინა. მმართველი გუნდთან ერთად შენიშვნები ჰქონდაოპოზიციას. მინისტრის განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის“ შენიშვნების უმეტესობას უარგუმენტო იყო, ხოლო საკითები, რომლებიც დაკონკრეტებული იყო, გათვალისწინებულია. შესწორებული პროექტი უმაღლესსაბჭოს გუშინ დაუბრუნდა. საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებმა შესწორებულ ვარიანტით ფინანსური დოკუმენტი წლის ბოლომდე უნდა დაამტკიცონ. ჯამში მომდევნო წლის ბიუჯეტი 351 მილიონი ლარია.