15, დეკემბერი 2017 14:05:00
“აჭარაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლები“ . საკითხზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ ორგანიზებულ პრეზენტაციაზე იმსჯელეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რეგიონში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ზუსტ იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით, განხორციელებული სამუშაოები ზუსტ და სწორ სურათს იძლევა, რომელიც სამომავლოდ აღნიშნული უწყების მიერ ოფიციალურ ბრძანებაში აისახება. დღეისათვის აჭარაში სულ 373 უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე ობიექტია. რა შენიშვნები და რეკომენტაციები ქონდა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვით დაინტერესებულ პირებს, ვრცლად ჩვენს შემდგომ გამოშვებაში.