18, დეკემბერი 2017 14:06:00
ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა ახალი მანქანები შეიძინა. ელექტრონული ტენდერის შედეგად 518 ათასი ლარის ღირებულების ექვსი სტაციონალური ავტომობილი მწყობრიდან გამოსულ მანქანებს ჩაანაცვლებს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის განმარტებით, აღნიშნული ტენდერის შედეგად ავტოპარკი სრულად განახლდება.