18, დეკემბერი 2017 14:07:00
მიუხედავად იმისა, რომ ველოპარკის მოვლა-პატრონობისა და განახლებისთვის ბიუჯეტიდან ათასობით ლარი იხარჯება, ქალაქში ველოსიპედები არ დგას, შეუღებავია ბილიკები - განცხადებას „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს. სოლომონ ბაჯელიძის თქმით, მწყობრიდანაა გამოსული ველოტერმინალებიც. პარტია ტურიზმის დეპარტამენტს მიმართავს და მოუწოდებს, რომ მერიის შესაბამის სამსახურს ველოპარკის მოწესრიგება მოსთხოვოს. ,,ბათუმის ავტოტრანსპორტში“ კი აცხადებენ, რომ ველოტერმინალების მონიტორინგი ყოველდღიურად ხორციელდება და ყველა მათგანი გამართულია. რაც შეეხება ველოსიპედების რაოდენობას, ქალაქში მოთხოვნის შესაბამისი რაოდენობაა განთავსებული.