22, დეკემბერი 2017 14:04:00
2017 წლის საუკეთესო წარმატებული სპორტსმენები და მწვრთნელები დაჯილდოვდნენ. საერთო ჯამში 18 წარმატებული სპორტსმენი და კლუბი წახალისდა. მათ შორის, საჭადრაკო კლუბი ,,ნონა" და სარაგბო კლუბი ,,ბათუმი". ფულადი ჯილდოები ასევე გადაეცათ მაღალი სპორტული მიღწევების მქონე სპორტსმენებსა და მწვრთნელებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს რეგიონისა თუ ქვეყნის პოპულარიზაციაში. ღონისძიება ბათუმის მერიის ორგანიზებით გაიმართა.