22, დეკემბერი 2017 17:01:00
პროგრამის ,,ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“ მონაწილე პედაგოგები ანაზღაურება 2018 წლიდან იზრდება - ამის შესახებ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა პედაგოგებთან შეხვედრისას განაცხადა. ინგა შამილიშვილმა პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მასში ჩართული მასწავლებლებს მაღალმთიან აჭარაში ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის მადლობა გადაუხადა. ამ ეტაპზე ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების 19 საჯარო სკოლაში დეფიციტურ საგნებს კონკურსით შერჩეული 23 პედაგოგი ასწავლის. პროგრამის მონაწილეები საგნობრივი ანაზღაურების გარდა სამინისტროდან დანამატის სახით 500 ლარს იღებდნენ, ხოლო 2018 წლიდან 1000 ლარი იქნება. სამინისტრო ამ მიმართულებით კონკურსს განაგრძობს.