06, თებერვალი 2017 11:26:00
ალექსანდრე ჯეჯელავამ ახალ ბულვარში რამდენიმე თვის წინ გახსნილ სკოლაზეც გააკეთა განცხადება. საქართველოს განათლების მინისტრი აცხადებს,რომ სკოლის დირექციასთან შეთანხმება აქვს , რომ სასწავლო დაწესებულება საჭირო დოკუმენტაციას წარადგენს და ავტორიზაციას გაივლის. მინისტრის განმარტებით წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული სკოლა ისევე დაიხურება, როგორც სხვა სასწავლო დაწესებულებები, რომლებიც კანონის დაცვით არ მუშაობენ.