01, თებერვალი 2018 14:03:00
,,ახალი გზები“ - ასე ჰქვია წარმოდგენას, რომელიც ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა და აჭარის კაპელამ წარმოადგინა. კონცერტი ორგანყოფილებიანი იყო. პირველ ნაწილში ახალგაზრდა კომპოზიტორების დავით ჭკუასელისა და არჩილ გიორგობიანის ნაწარმოებების პრემიერა შედგა. მეორე ბლოკი კი მთლიანად კლასიკოსი კომპოზიტორების ნამუშევრებს დაეთმო. წარმოდგენა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრისა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა ორგანიზებით გაიმართა.