07, თებერვალი 2017 05:25:00
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახალი ნაადრევი ჯიშის მანდარინის გამოყვანაზე მუშაობს. იაპონური „ნიჩინანის“ ჯიშის 600 ძირი მანდარინი აგროსერვისცენტრმა 3 წლის წინ შემოიტანა. ცენტრში ამბობენ, რომ ციტრუსის აღნიშნული სახეობა ყვავილობას თბილი ამინდების შემთხვევაში მარტში იწყებს, აგვისტოს ბოლოს კი მწიფე ნაყოფს იძლევა. აგროსერვისცენტრში ამბობენ, რომ ამ დროისათვის ისინი აღნიშნული საადრეო ჯიშის გამრავლებაზე მუშაობენ. აგროსერვიცენტრის დირექტორის მოადგილე არ გამორიცხავს, რომ ნიჩინანის სახეობის მანდარინის ნერგები 2018 წლიდან რეალიზაციაში გავიდეს.