06, თებერვალი 2018 20:02:00
ბოლო ინფორმაციით, ბათუმში ბუნებრივი აირი მხოლოდ 15 000-მდე აბონენტს მიეწოდება. ხოლო, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს, გონიოსა და ბათუმის ნაწილს გაზი, ხვალ დილის 9 საათიდან ეტაპობრივად ჩაერთვება. კომპანია აბონენტებს უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ გაზის დანადგარები. საჭიროების შემთხვევაში კი დარეკონ "სოკარ ჯორჯია გაზის" ცხელ ხაზზე, ნომერზე - 16 114.დღეს დილიდან 60 000-მდე აბონენტს ბუნებრივი აირი შეუწყდა. გაზმომარაგებაში შეზღუდვები, ცენტრალურ მილსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოებმა გამოიწვია.