08, თებერვალი 2018 20:05:00
პენსიონერები, შშმ პირები და მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, 50-მდე დასახელების მედიკამენტს 1 ლარად ან შეღავათიან ფასში მიიღებს - ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა მედიკამენტების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთა. დავით სერგეენკომ კერძო სექტორს სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის გაფართოება შესთავაზა და ამ კონტექსტში, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდის ინიციატივითაც გამოვიდა. მინისტრის თქიმთ, თუ აქამდე ამბულატორიული მედიკამენტების მხრივ სახელმწიფო პროგრამით მოსარგეებლეები მხოლოდ ის ადამიანები იყვნენ, ვისაც100 000 ქულაზე ნაკლები ჰქონდათ.