12, თებერვალი 2018 14:06:00
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2017 წელს სტამბოლის ქართულ სავანეში გაწეული სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის ანგარიში წარადგინეს. კვლევის ფარგლებში თურქეთ - საქართველოს კულტურული ურთიერთობის აქამდე უცნობი მასალები, მუსლიმან ქართველთა ლეგიონთან დაკავშირებული ისტორიული წყაროები, 1924 წლის აგვისტოს აჯანყების მომზადებასთან არსებული ჩანაწერები და სხვა საინტერესო ფაქტები იქნა აღმოჩენილი. კვლევა ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მკველვარებმა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიზნობრივი პროექტრის ფარგლებში განახორციელეს. კვლევა - ძიება 2013 წელს უმაღლესის საწავლებლის სამეცნიერო ფონდის პროექტის ფარგლებში განახლდა.