10, იანვარი 2017 11:18:00
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ზურაბ პატარაძეს ბათუმის ფსიქო-ნევროლოგიურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით დოკუმენტაციის დამალვაში ადანაშაულებენ. მიშა ბოლქვაძის განმარტებით, ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ აჭარის მთავრობა საავადმყოფოს მეგობრებზე გასხვისებას ცდილობს. პარტიაში აცხადებენ, რომ მათ მთავრობის თავმჯდომარეს წერილით 29 დეკემბერს მიმართეს, სადაც ისინი პროექტთან დაკავშირებით აუდიტის დასკვნასა და ეკონომიკურ საბჭოზე გატანის დამადასტურებელ საბუთს ითხოვდნენ, თუმცა დოკუმენტზე პასუხი დღემდე არ მიუღიათ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ოპოზიციაში გამოთქმულ ვარაუდებს ახლობლების შერჩევასთან დაკავშირებით აბსურდულს უწოდებს და დაინტერესების შემთხვევაში მათ აუქციონში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებს.