13, თებერვალი 2018 17:01:00
ბათუმის მერიის პროგრამა ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული ფორმების დიაგნოსტიკა და პრევენცია გრძელდება. ბათუმში რეგისტრირებულ 30-დან 40 წლამდე და 70 წლის ზემოთ ასაკის ქალებისათვის უფასოა მამოლოგის კონსულტაცია და მამოგრაფია, 25 დან 30 წლამდე ასაკის ქალებისათვის სარძევე ჯირკვლის ელასტოგრაფია. პროგრმა ასევე ითვალისწინებს 60 წლის ზემოთ ასაკის ქალებისათვის საშვილოსნოს ყელის გამოკვლევას, კოლპოსკოპიასა და ექოსკოპიას. 2018 წელს პროგრამის ბიუჯეტი 45 200 ლარია, რომლით სარგებლობაც წლის განმავლობაში 4000 ბათუმში რეგისტრირებულ ქალს შეუძლია. დაინტერესებულმა პირებმა კონსულტაციისთის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს უნდა მიმართონ.