14, თებერვალი 2018 14:11:00
ყაჩაღობა ბათუმში. გუშინ, გვიან ღამით ურეხის დასახლებაში 70 წლამდე ასაკის კაცი დააყაჩაღეს. როგორც აქ მცხოვრებლები ამბობენ, მძარცველები მოქალაქეს თავს დაესხნენ და სავარაუდოდ, ფული წაიღეს. დაზარალებული მსუბუქი ჭრილობით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მალავე გაწერეს. ყაჩაღებმა გაიტაცეს მოქალაქის კუთვნილი ავტომანქანაც, რომელიც მელიქიშვილის ქუჩაზე დატოვეს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ, რის გამოც ქუჩის მონაკვეთი გადაიკეტა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179 ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.