19, თებერვალი 2018 17:05:00
ენმ ბათუმის საკრებულოს შუამდგომლობით მიმართავს. ოპოზიციური ფრაქციის წევრები საბავშვო ბაღებში დასაქმებულებისთვის ხელფასის 100 ლარით გაზრდას ითხოვენ. მირდატ ქამადაძის თქმით, მუნიციპალური ბიუჯეტიდან აღნიშნული მიმართულებით ყოველწლიურად 1მლნ 440 ათასი ლარია საჭირო. პარტიაში განმარტავენ, რომ უწყებას შესაბამისი ფინანსები გააჩნია. ფრაქციამ შესაბამისი მოთხოვნა საკრებულოს უკვე გადაუგზავნა. განცხადებას უპასუხეს ბათუმის მერიაში. სადაც აცხადებენ, რომ სკოლამდელ დაწესებულებებში დასაქმებულთა ხელფასი მიმიდნარე თვიდან 20-%-ით იზრდება.