20, თებერვალი 2018 14:05:00
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში პირველადი ჯანდაცვის ცენტრის ექიმებს, მედდებს და სოფლის რწმუნებულებს 2018 წლის აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამები გააცნეს. წელს სამინისტრო 31 პროგრამას ახორციელებს, აქედან 7 ახალი პროგრამაა. ბიუჯეტის პროგრამული ნაწილი 13,805,745 ლარს შეადგენს. სამინისტროსთვის პრიორიტეტი კვლავ სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურებისადმი ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდაა. შშმ პირთა კუთხით აამოქმედდა ახალი პროგრამა - აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია, რომელიც 2 წლიდან 15 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვთა რეაბილიტაციის დაფინანსებას ითვალისწინებს.