21, თებერვალი 2018 20:02:00
„ევროპული საქართველო“ ბათუმის ბულვარის ზღვისპირა ზოლის მოწესრიგებას ითხოვს. რაულ თავართქილაძის განცხადებით, დაზიანებული ინფრასტრუქტურა ზაფხულის სეზონის მოსვლამდე უნდა შეკეთდეს. მისივე თქმით, ხარვეზი დისკომფორტს როგორც ადგილობრივებს, ასევე ქალაქის სტუმრებსაც უქმნის. ბათუმის ბულვარის ადმინსიტრაციაში განმარტეს, რომ დაზიანებული მონაკვეთების აღდგენითი სამუშაოები 1 მარტიდან დაიწყება, რისთვისაც 148 ათას 895 ლარი დაიხარჯება.