22, თებერვალი 2018 14:04:00
ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა ახალგაზრდა აგრონომებისთვის. წელს აგროსერვისცენტრი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით აგრონომიის, მესათბურეობისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით 5 პირს მიიღებს. სტაჟირება 6 თვეს გაგრძელდება და ანაზღაურება 300 ლარი იქნება. განაცხადების მიღება 20 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, გოგებაშვილის 46-ში იწარმოებს.