23, თებერვალი 2018 17:02:00
საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. კოჯორში მემორიალთან იმყოფებოდა იუნკერ გრიგოლ ბოკუჩავას შვილი ჰელგრიდ ფრანკე, რომელიც ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს და საქართველოში, სწორედ, ოკუპაციის კვირეულში, იუნკერთა ხსოვნის პატივის მისაგებად ჩამოვიდა. დაღუპული გმირები გაიხსენეს საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმოამდგენლებმაც. შეგახსენებთ, იუნკერები 1921 წლის 18-25 თებერვალს იალღუჯასთან, კოჯორთან და ტაბახმელასთან საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძოდნენ.