23, თებერვალი 2018 20:07:00
მოსახლეობა ფაროსანასთან საბრძოლველად შემასხურებელ აპარატს თანადაფინანსების პრინციპით შეიძენს. ფერმერი მოწყობილობაში ღირებულების 20 პროცენტს გადაიხდის, დარჩენილ თანხას კი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაფარავს. როგორ უნდა ვებრძლოთ მავნებელს - თემაზე დღეს დაბა ჩაქვში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, სადაც ყურადღება გამახვილდა ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებულ ღონისძიებებსა და შედეგებზე. შეხვედრა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტიტის მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.