26, თებერვალი 2018 14:04:00
ლუკა ასათიანის სახელობის სტიპანდია წარმატებული სტუდენტებისთვის. საუკეთესო შედეგების მქონე 50 სტუდენტი, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში ირიცხებიან 200 ლარის ოდენობით სტიპანდიას მიიღებენ. სტუდენტთა შერჩევა განხორციელდება კონკურსის მეშვეობით. 2017-18 სასწავლო წლის პირველი სემესტრის განმავლობაში სტიპენდიების მისაღებად განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 26 თებერვლიდან 30 მარტის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. ხოლო 2018 წლის მეორე სემესტრის განმავლობაში მიღებული შეფასებების მიხედვით, განაცხადების მიღება 24 სექტემბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით იწარმოებს. ლუკა ასათიანის სტიპენდიის ქვეპროგრამა 5 წელია ხორციელდება.