10, იანვარი 2017 05:13:00
რამდენი ლარის პრემია და დანამატი გაიცა ბათუმის მერიაში გასულ წელს - „მაცნე“-მ აღნიშნულის შესახებ საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა. მერიის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის თანახმად, 2016 წელს 273 თანამშრომელზე 1 171 914 ლარი დანამატი გაიცა. ასევე, ნოემბრის ჩათვლით, მერიის თანამშრომლები 5-ჯერ წახალისდნენ, რისთვისაც ბიუჯეტიდან 630 681 ლარი დაიხარჯა. ამ თანხებში არ შედის მერზე, ვიცე-მერსა და მერის მოადგილეზე გაცემული პრემიები და დანამატები. გიორგი ერმაკოვმა უარი თქვა დანამატზე, თუმცა ხელფასის გარდა იგი წახალისდა და დამატებით პრემიის სახით 5500 ლარი აიღო. ზემდგომისგან განსხვავებით, დანამატზე, ისევე როგორც პრემიაზე, უარი არ უთქვამთ ბაგრატ მანველიძესა და ალექსანდრე მითაიშვილს. მანველიძეს ყოველთვიურად დანამატის სახით 1505 ლარი ერიცხებოდა, ჯამში მან 16 555 ლარი აიღო, ამას ემატება პრემია 4300 ლარის ოდენობით. ხელფასის გარდა, ყოველთვიურად 4 100 ლარი, ჯამში კი 15 787 ლარის სარგებელი მიიღო ბიუჯეტიდან მითაიშვილმა. იგი, ასევე, წახალისდა 4 100 ლარით. რა დამსახურებისთვის მიიღეს მერიაში თანამდებობის პირებმა დანამატები და პრემიები - კომენტარებს ჩვენ მერიისგან ამ დრომდე ველოდებით. მონაცემები შეაფასეს მესამე სექტორში.