26, თებერვალი 2018 14:10:00
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მედიკოსების ცნობით, იგი უგონო მდგომარეობაში მართვით სუნთვაზე იმყოფება. ანგისის დასახლებაში, ცენტრალურ მაგისტრალზე ქვეითს მცირე ზომის სატვირთო ავტომობილი გუშინ, ღამით დაეჯახა. თვითმხილველების თქმით, სასწრაფო დახმარების ბრიგადა თავად მძღოლმა გამოიძახა. ექიმებს მამაკაცი უკონტაქტო მდგომარეობაში დახვდათ. თავის ტრამვითა და ზოგადი დაზიანებებით დაშავებული რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენენ. მიმდინარეობს სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღება. ქვეითი გადაადგილების დროს ზებრა გადასასვლელით არ სარგებლობდა.