26, თებერვალი 2018 17:25:00
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბრალდებებს პასუხობს. დავით მამისეიშვილი ზეწოლის ფაქტებს კატეგორიულად უარყოფს. აღნიშნავს, რომ საქმეების განხილვაში მისი მხრიდან მოსამართლეების მიმართ ზეწოლა არ ყოფილა. საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე აბსურდულს უწოდებს დასახელებულ არგუმენტებს და აცხადებს, რომ შავაძის მხრიდან სიცრუის და უსაფუძვლო ბრალდებების მსხვერპლია. მამისეიშვილი ასევე, ამბობს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში სამსახურეობრივი შემხებლობა ირაკლი შავაძესთან არ ჰქონია.